საბერძნეთს ბევრი “ქამრის” შემოჭერა მოუწევს, სანამ რეალურად მიიღებს დახმარებას

სანამ ევროპელი ლიდერები დაეთანხმებოდნენ საბერძნეთის დახმარების 96 მილიარდ დოლარიანი პაკეტის გამოყოფას, ისინი ქვეყნის მთავრობისგან რეფორმების პაკეტის გატარებას მოითხოვდნენ. გასულ კვირას რამოდენიმე რეფორმა საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კიდეც.

როგორც კი საბერძნეთი ევროპელი ლიდერების მიერ მოთხოვნილ რეფორმებს გაატარებს, შეეძლება კონკრეტულ დროზე და დეტალებზე საუბარი დახმარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საბერძნეთმა უნდა უზრუნველყოს გარიგება 20 აგვისტომდე, როცა ქვეყანას მოუწევს 3,2 მილიარდი ევროს დაფარვა, ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, იმისთვის, რომ ევროზონაში დარჩეს.

ოთხშაბათს, საბერძნეთის პარლამენტი, ორი ახალი კანონის მიღებას დაუჭერს მხარს, პირველი, მან უნდა გამოსცეს ინსტრუქცია გაკოტრების პირას მყოფი ბანკების გადასარჩენად და მეორე, იპოვოს გზა, რომ მეტისმეტად შემწყნარებლური სასამართლო პროცედურები უფრო ეფექტური გახადოს. ეს რეფორმები არის ნაწილი, იმ ინიცირებული შეთანხმებისა, რასაც ხელი მოეწერა გასულ კვირას ევროპელი ლიდერების მიერ.

საბერძნეთი თვეების განმავლობაში უარყოფდა რეფორმების გატარების მოთხოვნას იმ იმედით, რომ უკეთეს მოლაპარაკებას აწარმოებდა ევროპასთან. მას შემდეგ, რაც ეს სტრატეგია ჩაიშალა და ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა, მთავრობა კრედიტორებთან დათმობაზე წავიდა და ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას დათანხმდა.

ათენი ასევე დათანხმდა 50 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივების გადარიცხვაზე დამოუკიდებელ ფონდში, აგრეთვე საპენსიო სისტემისა და დამატებული ღირებულების გადასახადის სისტემის რეფორმაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დანახარჯების შემცირებაზე.

პირველმა მხარდაჭერილმა რეფორმამ გამოიწვია გარკვეული წინააღმდეგობები მმართველი პარტია “სირიზას” წინააღმდეგ, მათ რამოდენიმე პარლამენტარი დაუპურისპირდა, მათ შორის საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რომლებიც საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას. პარლამენტის შენობის გარეთ კი მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა.

რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს საბერძნეთს, ვალის რესტრუქტურიზაციის შემდეგ?

დეტალების გარკვევა დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ერთი რამ იგივე რჩება: სხვა ევროპული ქვეყნები სესხების უმეტეს ნაწილს მკაცრად გააკონტროლებენ, ვინაიდან ვალის უდიდესი ნაწილი, 50 მილიარდი ევრო სწორედ ევროზონის ქვეყნების გადაუდებელი დახმარების ფონდიდან მოდის.

უახლესი მონაცემების თანახმად, საბერძნეთის ვალმა უკვე მიაღწია 312 მილიარდ ევროს. 53 მილიარდი ევრო უკვე მიღებული აქვს ევროზონის ქვეყნებისგან ინდივიდუალურად, ხოლო 142 მილიარდი ევრო გადაუდებელი დახმარების ფონდიდან.

აღსანიშნავია, რომ ევროზონის ყველა ქვეყანა იღებს მონაწილეობას ამ თანხის შეგროვებაში, ისინიც კი, ვისი ეკონომიკებიც კრიზისმა მძიმედ დააზიანა, მაგალითად ესპანეთი ან ირლანდია და ასევე იმ ქვეყნებისც, რომლებაც ევროზონაში ყველაზე დაბალი მშპ გააჩნია ერთ სულ მოსახლეზე, მაგალითად ლატვია.

დახმარების პაკეტი უნდა დამტკიცდეს რამოდენიმე ნაციონალური პარლამენტის მიერ, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბევრი ევროპელი ლიდერი საკმაოდ კრიტიკული და მკაცრია საბერძნეთის მიმართ, ვინაიდან, სწორედ მათი ქვეყნების გადასახადების გადამხდელები უმაგრებენ ზურგს საბერძნეთის ვალებს, იმიტომ, რომ დახმარების ფონდი იყენებს მათ თანხებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნაღდი ფულის მოცულობა გაზარდონ. თუ საბერძნეთი ვერ გადაიხდის ვალებს, მათ შეიძლება ეს თანხები დაკარგოს.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე გამოსახულია საბერძნეთის ვალდებულებები ქვეყნებთან მიმართებაში, როგორც მთლიან ჭრილში, ასევე ერთ სულ მოსახლეზე:

 

საბერძნეთი