ივნისში ვადაგადაცილებული სესხები დაახლოებით 40 მლნ ლარით შემცირდა
ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 39,4 მლნ ლარით შემცირდა და 320,6 მლნ ლარი შეადგინა.
სებ–ის მონაცემებით, პრობლემური სესხების 39,6% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ივნისში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2,2% იყო.
მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.5%–ს გაუტოლდა.