რა რეკორდები დამყარდა “დინამო არენაზე”

11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში, “დინამო არენაზე” უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის გამარჯვებული “სევილია” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა.

თბილისურმა მატჩმა არაერთი რეკორდი დაამყარა, რომელზეც ქვევით გიამბობთ:

* თბილისში ევროპის სუპერთასების რეკორდი დამყარდა – ამდენი გოლი (9) აქამდე არასოდეს გასულა ერთ მატჩში.

* “ბარსელონამ” უეფას სუპერთასი ისტორიაში მეხუთედ მოიგო და “მილანს” გაუთანაბრდა.

* ლიონელ მესის 80 გოლი აქვს გატანილი ევროთასებზე, ის კრიშტიანო რონალდოს დაეწია.

* ევერ ბანეგას გოლი მე-3 წუთზე ყველაზე სწრაფი გოლია სუპერთასების ისტორიაში.

* ლუის ენრიკე მხოლოდ მეოთხე ადამიანია, რომელმაც სუპერთასი მოიგო როგორც ფეხბურთელმა, ასევე, როგორც მწვრთნელმა.

* 51 490 მაყურებელი უეფას სუპერთასების ისტორიაში ნეიტრალურ მოედანზე.

* “ბარსელონა” უეფას სუპერთასის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ხუთი გოლის გატანა შეძლო.

* “სევილიამ” ყველაზე მეტი გოლი გაიტანა იმ გუნდებს შორის, რომლებიც სუპერთასის მატჩში დამარცხდნენ.

* დანი ალვეშმა მეოთხედ მოიპოვა უეფას სუპერთასი და ამ მაჩვენებლით პაოლო მალდინის გაუთანაბრდა.

* ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” მაისურით მოგებული თასების (რაოდენობით) ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა.

* “ბარსელონამ” უეფას სუპერთასის მატჩში უკვე მეცხრედ მიიღო მონაწილეობა.

* სუპერთასის ისტორიაში ორი ესპანური კლუბი ერთმანეთს სამჯერ შეხვდა (აქედან ერთი ყოველთვის “სევილია” იყო).

* “სევილია” პირველი გუნდია, რომელმაც სუპერთასზე სამგოლიანი ჩამორჩენა გააბათილა.

* ლიონელ მესის სუპერთასზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ეს არი ჰაანის, ფრანკი ვან დერ ელსტის, გერდ მიულერის, ოლეგ ბლოხინის, ტერი მაკდერმოტის, რობ რენსენბრინკის და რადამელ ფალკაოს რეკორდის გამეორებაა.

* ესპანურმა კლუბმა მეთორმეტედ მოიგო სუპერთასი.