”ჰით  ბათუმის 2015”   გრძელდება –  „ტროელი ქალები“  ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე

 

”ჰით  ბათუმის 2015”   გრძელდება. ამჯერად,  10-16 აგვისტოს  ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება. 

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ – ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი  5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს  უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს  ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

ბათუმში თეატრალური  კვირეული 16 აგვისტოს. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე,  ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

გუშინ, ბათუმის საზაფხულო თეატრმა  სამეფო უბნის თეატრის  სპექტაკლს „ტროელი ქალებს“ უმასპინძლა. საპექტაკლმა მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია.

პრემიერიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა მაყურებლის ყურადღება არ განელებულა. დღეს „ტროელი ქალები“  ზღვისპირა ქალაქის მაცხვორებლებსა დ ადმსვენებლებს  შეხვდნენ.

 

“ეს იყო ქალების ინტიმური და  საიდუმლო, თუმცა ნაცნობი და ახლობელი  ისტორიები ანუ ჩვენი ისტორიები, რომელიც ყველა ჩვენგანს გადაგვხდენია, ზოგჯერ დაგვიმალავს და ზოგჯერ კი სხვისთვის გაგვიზიარებია, ეს იყო ერთი ამოსუნთვით ნათქვამი ისტორიები, რაზეც ჩვენ გამბედაობა არ გვყოფნის ასე ვაღიაროთ ..“

 

ასე აფასებდა გუშინ მაყურებელი უკვე სცენაზე ნანახს.

სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაზე. მონაწილეობენ ნატუკა კახიძე, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი. „ტროელი ქალები” –  ეს არის ნაწარმოები, რომელსაც ყველა ქალის  სათქმელი მაყურებლამდე მიაქვს.

 

„როცა ადამიანი თავის ძალიან ინტიმურ, საიდუმლო ისტორიას გადმოგცემს  და გაგიზიარებს, მე არამგონია, რომ ეს უნდა ააფრიალო და გამოიყენო საკუთარი წარმატებისთვის. ამიტომ არ მინდოდა, რომ გამოსულიყო რაღაც ისეთი, რასაც ხშირად აკეთებენ მაგალითად, ტელევიზიაში, ისტორიებით ობოლ ბავშვებზე, ქალებზე, ომის მსხვერპლებზე… აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი სპექტაკლის მანძილზე, ვყვებით ისტორიებს ღიმილით. მსახიობი არასოდეს ამბობს, რომ თვითონ ის არის ის პერსონაჟი. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის არ თამაშობს პერსონაჟს, აღნიშნავს, რომ ჰყვება და გადმოსცემს, რომ ის არის გარკვეულ წილად მედიუმი იმ ქალისა, რომელიც ამ ისტორიას მოყვა. პირველ რიგში, ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვითამაშებთ სხვა ადამიანებს. ჩვენ, უბრალოდ, პირველ პირში ვყვებით მათ ისტორიებს და ამ მხრივ, ჩვენც ვართ მაყურებლის ნაწილი. ამ შემთხვევაში – ჩვენ არ ვართ ისინი, ჩვენ არ გვინახავს რასაც ვყვებით, ჩვენ არ გამოგვიცდია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მაყურებლის მხარეს. უბრალოდ მივუთითებთ ამ ქალებისკენ, ამ ისტორიებისკენ და უბრალოდ ვეუბნებით, რომ ის ქალები არსებობენ და ხშირ შემთხვევაში, ის ქალები არიან სწორედ ისინი, ვინც ავიწყდებათ ხოლმე,“

 

აღნიშნავს რეჟისორი დათა თავაძე.

საღამოს ქართველ მსახიობები უნგრეთის დასმა ჩაანაცვლა, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და  დამსვენებლების განწყობაზე საფესტივალო კლუბში Take Five-ში კვლავ უნგრეთიდან  მოწვეულმა მოცეკვავევებმა  იზრუნეს. საღამო კი  ბათუმის ბულვარში ამერიკული ჯგუფი ნიუ იორკ ბრას ბენდი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ცნობილ კომპოზიციებს ასრულებდა..

ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

14 აგვისტო, 22:00, პიაცა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“

14 აგვისტო, 19:00; 21:00 – ქუჩა/ბულვარი/პიაცა – The New York Brass