The Economist-ის უმსხვილესი აქციონერი ანიელების ოჯახი ხდება

ბრიტანულმა საგამომცემლო ჰოლდინგმა Pearson-მა, ყოველკვირეული ჟურნალის, The Economist-ის აქციათა 50%-ის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია და ფასიან ქაღალდებში სხვა აქციონერებისგან 469 მლნ ფუნტ სტერლინგს აიღებს.

ამ ოპერაციის შედეგად, გამოცემის უმსხვილესი აქციონერი, იტალელების, ანიელების ოჯახი გახდება. ოჯახის მიერ კონტროლირებადი ჰოლდინგური კომპანია Exor-ი, თავის წილს The Economist-ში 4,7%-დან 43,4%-მდე გაზრდის და ამაში 287 მლნ ფუნტს გადაიხდის.

ადრე Pearson-მა Financial Times-ის გაყიდვის შესახებ განაცხადა, იაპონურ მედიაკორპორაცია Nikkei-ზე, 844 მლნ ფუნტად.