საბერძნეთის პარლამენტმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა საერთაშორისო კრედიტორებთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეთანხმების ტექსტი სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს 40-მდე რეფორმის ჩამონათვალს, რომელთა განხორციელება აუცილებელი საერთაშორისო ფინანსური დახმარების მისაღებად.

ათენის და კრედიტორების შეთანხმება ნიშნავს, რომ საბერძნეთი დახმარების მესამე, 85 მილიარდი ევროს პაკეტს მიიღებს.

როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსი ციპრასმა პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, დღეს საბერძნეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროს და დრაჰმას შორის.
ციპრასის თქმით, არის ორი არჩევანი: ერთი ის, რომ საკრედიტო დახმარების გეგმა საბერძნეთმა ევროს შენარჩუნებით მიიღოს და მეორე, შემოიღონ დრაჰმა და საკრედიტო დახმარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას.
ამასთან, BBC იუწყება, რომ საბერძნეთს უკვე აღებული ვალის კიდევ ერთი ნაწილის გადახდის ბოლო ვადა 20 აგვისტოს ეწურება. ოფიციალურმა ათენმა ევროპის ცენტრალურ ბანკს 3 მილიარდ 200 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

დეფოლტის ზღვარზე მყოფ საბერძნეთს, საერთაშორისო კრედიტორებმა, 2010 წლიდან მოყოლებული ჯამში 240 მილიარდი ევროს მოცულობის, ფინანსური დახმარების ორი პაკეტი დაუმტკიცეს.

commersant.ge