Apple 2016 წელს ბაზარზე ერთდროულად 3 სახეობის iPhone-ს გამოიტანს
კომპანია Apple 2016 წელს მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ”ჩაკბეჩილი ვაშლი” მომავალ წელს ბაზარზე ერთდროულად 3 სახეობის iPhone-ს გამოიტანს. ანალიტიკოსები აცხადებენ, 2016 წელს მომხმარებლები iPhone 7-სა და iPhone 7 Plus-ს ერთდროულად მიიღებენ და რაც მთავარია მათ განსხვავებული დიზაინი ექნებათ. ცოტახნის უკან ინტერნეტით iPhone 6s-ის კორპუსის სურათი გავრცელდა. როგორც ამ სურათიდან ჩანს iPhone 6s ვიზუალურად iPhone 6-სგან დიდად განსხვავებული არ იქნება.