ნოდარ კაპანაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები უპასუხისმგებლოა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არაფერი გვეშველება და ძალიან ცუდად იქნება საქმე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ასეთ შეფასებას უკიდურესად უპასუხისმგებლოს ვუწოდებდი, რადგან სებ-ის პრეზიდენტის სიტყვას ძალიან მაღალი წონა აქვს. ასეთი განცხადება შესაძლოა გააკეთოოს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის თანამშომელმა, მაგრამ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა“, – განაცხადა „იმედი“ ეთერში ექსპერტმა.

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებას თავისი ობიექტური გარემოებები აქვს. „ოფიციალური სტატისტიკით, სავალუტო შემოდინებებიდან ერთ-ერთი ძირითადი ნაკადი იყო უცხოეთიდან მიღებილი გზავნილები, რომელიც 2015 წლის 7 თვეში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით არის შემცირებული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარო ნაკადი იყო სავალუტო შემოდინება იყო და ამას ზეგავლენა ლარის კურსზე აუცილებლად ექნებოდა“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

კაპანაძე მეორე ფაქტორად კვლავინდებურად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო პოლიტიკას ასახელებს. „ქადაგიძის განცხადება ქმნის ნეგატიურ მოლოდინს, ხოლო ეკონომიკაში მოლოდინებს და განწყობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ამას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, მის განცხადებებს ბევრი ითვალისწინებს. პოტენციური ინვესტორი, რომელიც საქართველოში აპირებდა ინვესტიციის განხორციელებას და მოისმენს ეროვნული ბანკის განცხადებას, ის იტყვის, რომ საქართველოში არ ღირს ფულის დაბანდება, რადგან იქ კარგი არაფერი იქნება. რადგან ამას ბოლო ბოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, სავალუტო ჯიხურის გამყიდველი ხომ არა.

აღსანიშნავია, რომ მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა 1 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხი მიაწოდა კომერციულ ბანკებს და ეს ღონისძიება რამდენჯერმე გაიმეორა. რას ნიშნავს 1 მლრდ ლარი? ეს თანხა საქართველოს ეკონომიკისთვის არ არის პატარა მოცულობის თანხა, ხოლო ბანკების მიერ გაცემული კრედიტების სტრუქტურას თუ გადავხედავთ მხოლოდ 10-დან 15%-მდე მოდის ეკონომიკის რეალურ სექტორზე გაცემული კრედიტები, ანუ ისეთი კრედიტები, რომელიც ქვეყანაში მთლიანად დამატებულ ღირებულებას ქმნის. დანარჩენი, კრედიტების უდიდესი ნაწილი არის სამომხმარებლო კრედიტები. გაცემული 1 მილიარდი ლარი დაუყოვნებლივ გამოვიდა ბაზარზე გადახურდავდა დოლარებზე, გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე და შემცირდა ლარზე, შესაბამისად, ლარი გაუფასურდა“, – განაცხადა კაპანაძემ.

ipress.ge