,,მესი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი საქართველოს ენერგეტიკული სისტემა”

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. ერთ–ერთი კითხვა შეეხებოდა სუპერთასის მატჩს. დავინტერესდით მისი პოზიციით, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა თბილისის მერია და ფეხბურთის ფედერაცია ამ ღონისძიებას. მისი შეფასებით, მატჩი იყო საკმაოდ კარგად ორგანიზებული, თუმცა, იყო გარკვეული პრობლემები სხვადასხვა საკითხთან და კავშირებით. ჭყონიას განცხადებით, ყველაზე ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო სათანადო ეკონომიკური ეფექტი.

,,სამწუხაროდ, არავინ არ დაითვალა თუ რა ეკონომიური შემოსავალი ჰქონდა  ამ ღონისძიების შედეგად საქართველოს ბიუჯეტს. ეს არის მთელი ტრაგედია. 55 ათასი კაცი მოვიდა სტადიონზე, რომელთაც წყუროდათ და ჩვენ ვერ ავუდიოდით კოკა–კოლით მომარაგებას.  ეს იმიტომ, რომ თამაშამდე, როდესაც  ვუთხარით ორგანიზატორებს, რომ  გვჭირდებოდა 200 წერტილი იმისთვის, რომ სწრაფად მომხდარიყო კოკა-კოლის რეალიზება მათ მოგვცეს მხოლოდ 30.  არადა,  ასეთ დროს დროს მერია თვითონ უნდა აკეთებდეს ფულს, ასეთი დღეებისთვის სპეციალურად უნდა აქირავებდეს ადგილებს. მსგავსი ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტი უნდა იყოს უძლიერესი.

აქედან გამომდინარე, მომავალში მსგავს ღონისძიებებს უნდა მიუდგნენ ძალიან სერიოზულად. უნდა მოხდეს თემების განხილვა, რადგან შემდგომში, მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება თუ კიდევ მოგვიწია, უფრო მეტად მომზადებულები უნდა შევხვდეთ მას. სპორტს შეუძლია, რომ ქვეყანის ეკონომიკაში იმაზე მეტი როლი ითამაშოს, ვიდრე, მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ. ერთი ფეხბურთელი, მესი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი საქართველოს ენერგეტიკული სისტემა,” – აცხადებს თემურ ჭყონია.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ, ორშაბათს, გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #421–ში.