ბანკების წმინდა მოგება 31%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ივლისის ბოლოს 282.014 მლნ ლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელი 31%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურთან შედარებით, როცა ბანკების წმინდა მოგება 214.877 მლნ ლარს შეადგენდა.

მოგება გადასახადების გადახდამდე და გაუთვალისწინებელი ხარჯების გასტუმრებამდე (საბალანსო მოგება) 332.938 მლნ ლარი იყო. გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა ივლისის ბოლოს 7.542 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მოგების გადასახადმა – 42.383 მლნ ლარი.

ივლისის ბოლოსთვის 19 კომერციული ბანკის ჯამური შემოსავლები 2.081 მლრდ ლარი იყო, ხოლო ხარჯები – 1.748 მლრდ ლარი.