სანტა კლაუსის ოფისმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა

სანტა კლაუსის რეზიდენციამ ფინეთში თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, 200 ათასი ევროს მოცულობის გადასახადების გადაუხდელობის მიზეზით.

სანტა კლაუსის ოფისის მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიზეზი კი ტურისტების რიცხვის შემცირება გახდა. მათ შორის რუსი ტურისტების, რომლებიც ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ სანტას. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა სტუმრები საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან.

„დასაწყისში ტურისტები შემცირდა საბერძნეთიდან, შემდეგ ესპანეთიდან. ამას მოჰყვა იტალიელების, პორტუგალიელების და შემდგომ უკვე რუსების რიცხვის შემცირება“, -განაცხადა სანტა კლაუსის სოფლის მმართველმა დირექტორმა იარმო კარინიემიმ.

პარკის მენეჯმენტი ამბობს, რომ კიდევ ერთი კვირა აქვთ გადასახადის გადახდის საკითხის გადასაწყვეტად და იმედი აქვთ, რომ სანტას რეზიდენციის დახურვა არ მოუწევთ. პარკის დირექტორმა თქვა, რომ საჭირო თანხის ნახევარი უკვე შეგროვებული აქვთ.

შარშან სანტას „ოფისი“ დაახლოებით 300 ათასმა ტურისტმა მოინახულა. რუსი ტურისტების რიცხვის შემცირების ხარჯზე, ყველაზე მეტი მნახველი პარკს იაპონიიდან ჰყავდა.

 agora.ge