“ვინც მოტყუვდება და ლარის სანაცვლოდ დოლარის მომარაგებას დაიწყებს, დაზარალდება”

როგორც ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, მიხეილ დუნდუა წერს თავის ფეისბუქ გვერდზე, ლარის ნაცვლად, დოლარის მომარაგების შემთხვევაში, ზარალი გარდაუვალია.

“ქადაგიძის საბოტაჟი ისევ გრძელდება, ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირება 1 მილიარდ 115 მილიონამდე ასწია, შესაბამისად, კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ (რეფინანსირებას მინუს სადეპოზიტოები) ერთ დღეში 60 მილიონით სარეკორდო საზღვრამდე გაიზარდა და 735 მილიონი შეადგინა.

დღეს ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორები ლარის გასამყარებლად აბსოლუტურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეროვნული ბანკი კი ხელოვნურად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას. ნაცნობი სურათია, ზუსტად იგივე მოიმოქმედა სებ-მა მაისში, როცა კურსი 2, 36-მდე გააფუჭა. მაგრამ , რადგან ეს ხელოვნური პროცესი იყო, ბუნებრივია, გაფუჭებული კურსი დიდხანს ვერ შეინარჩუნა და მაისის ბოლოსთვის 1 დღეში ლარის ფასი2 .33-დან 2, 25-მდე “მოულოდნელად” მკვეთრად გაუმჯობესდა. იგივე განმეორდება ახლაც. თუ ვინმე მოტყუვდება და ლარის სანაცვლოდ დოლარის გამალებულ მომარაგებას დაიწყებს, აუცილებლად დაზარალდება”,-წერს მიხეილ დუნდუა.