“ეროვნული ბანკის“ მხრიდან აბსოლუტურად არაკომპეტენტური მართვა ხდება”

ინტერვიუ „თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის” ვიცე-პრეზიდენტთან (1994-2006 წწ), ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტთან, ვახტანგ ხომიზურაშვილთან.

– ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ კრისიზისის პერიოდში ეროვნული ბანკისპოლიტიკას ლარისმიმართ?

– ვთვლი, რომ „ეროვნულ ბანკს“ ჰქონდა გადაცდომები, ჰქონდა შეცდომები, არაადეკვატური ქმედებები. იგივე ინტერვენციებთან დაკავშირებით. უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი რეფინანსირების სესხების განხილვა კომერციულ ბანკებზე. „ეროვნულ ბანკს“ არაფერი გაუკეთებია საინვსეტიციო პოლიტიკის მიმართულებით, არაფერი არ გააკეთეს, რომ გაჩენილიყო ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიური წყარო. მნიშველოვანია ასევე, რომ „ეროვნულ ბანკს“ არც კი დაუყენებია საკითხი, რომ შექმნილიყო ვალუტის კურსის დაზღვევის სისტემა. ბანკს ამით შეიძლება არ დაურღვევია კანონი, მაგრამ ის, რომ „ეროვნული ბანკის“ მხირდან აბსოლუტურად არაკომპეტენტური მართვა იყო ეს ფაქტია. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არ შეიძლება მხოლოდ „ეროვნულ ბანკს“ დავაბრალოთ საკრიზისო მომენტები და ლარის  გაუფასურება, ის ერთ-ერთი დამხმარე იყო ამ პროცესებში. ეს ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ აქამდე ვერ შეიქმნა საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური რეფორმების კუთხით არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი. ეს იმდენანდ არ ეხება ფინანსთა სამინისტროს რამდენადაც ეხება ეკონომიკის სამინისტროს. თითქმის არაფერი არ გაკეთებულა, რომ დადებითი ტენდენციები მაინც გამოკვეთილიყო, აქედან გამომდინარე ძალიან ბუნდოვანი საინვესტიციო კურსი აქვს აღებული ამ მთავრობას. რეალურად შეწყდა ეს საინვესტიციო მექანიზმი ეკონომიკის რეალურ სფეროში. აქ პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს როგორც მთავრობამ, თავის მხრივ, რომელსაც არც უცდია ისეთი საინვესტიციო გარემოს შეექმნა, რომ შემოსულიყო გრძელვადიანი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი და ამას დაემატა „ეროვნული ბანკი“ თავის არაკომპეტენტურობით. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში განაპირობა ის რაც გვაქვს.

რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საერთოდ ასეთ დროს ეროვნულმა ბანკმა და რა პერსპექტივებს ხედავთმომავალში, რა უნდა გაკეთდეს, რომ ლარი დასტაბილურდეს?

პირველრიგში, აქ საუბარია ბანკების ზედამხედველობაზე. ის „ეროვნული ბანკის“ გარეთ იქნება თუ შიგნით, პარლამენტის წინაშე მაინც ანგარიშვალდებული უნდა იყოს. რაც შეეხება იმას თუ, რა უნდა გააკეთოს „ეროვნულმა ბანკმა“, პირველრიგში, მან უნდა გადახედოს მონეტარულ პოლიტიკას, სესხების გაცემა აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, რადგან ეს თანხები რეალურად იმდენად არ ემსახურება ბანკებში ლიკვიდურობას როგორც ემსახურება სავალუტო ბაზარზე მოხვედრას. მეორე – „ეროვნულმა ბანკმა“ უნდა გახადოს გამჭირვალე ვალუტის კურსის მექანიზმი. კურსის ფორმირების სიტემა უნდა შეიცვალოს. უნდა იყოს სტრატეგიული მექანიზმი დაგეგმილი. ასევე „ეროვნულმა ბანკმა“ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და უნდა იზრუნოს, რომ შექმნას სავალუტო კურსის საერთაშორისო მექანიზმი და ამ მექანიზმთან არსებული ვალუტის კურსის შეჩერების ან დაზღვევის ამოქმედება. ეს მოხნის სავალუტო წნეხს და სავალუტო ფონდს ჩააყენებს ისეთ დიაპაზონში რომელიც არის მისაღები, როგორც ბიზნესისათვის, ასევე მოსახლეობოსთვის.

ttimes.ge