ყველაზე ძვირი და იაფი სასტუმროები საქართველოს საზღვაო კურორტებზე
booking.com-ის მიხედვით, სექტემბერში, ანუ როდესაც შავიზღვისპირეთში ე.წ ხავერდოვანი სეზონი იწყება, სასტუმროები 5 ვარსკვლავიან სეგმენტში ყველაზე ძვირი Radisson Blu Hotel Batumi-ს მომსახურებაა, ხოლო შედარებით იაფი Leogrand Hotel & Casino Batumi, სადაც 1-ელი სექტემბრისათვის ნომრის 2 ზრდასრულ ადამიანზე – 97 დოლარია.
როგორც booking.com-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 1-ელი სექტემბრისათვის სასტუმრო Leogrand Hotel & Casino Batumi -ში 31 %-იანი ფასდაკლება იქნება და სწორედ ამიტომ, სასტუმროში დარჩენა 1 ღამით სტუმარს 140 დოლარის ნაცვლად, 97 დოლარი დაუჯდება.
ახლადგახსნილ Colosseum Marina Hotel-ში 1 დღე-ღამის ფასი 109 დოლარია, Divan Suites Batumi-ში 22 %-იანი ფასდაკლების ფარგლებში კი – 120 დოლარი . Hotel Intourist Palace-ში სტუმრობა და ღამის გათევა სტუმარს 123 დოლარი, ხოლო President Plaza Hotel-ში ღამისთევა 127 დოლარი ჯდება.
საკმაოდ მისაღები ფასებია 1 სექტემბრისათვის Hilton Batumi-ში სადაც 28 %-იანი ფასდაკლება იმოქმედებს და ერთი ოთახის დაქირავება 2 ადამიანზე 154 დოლარია. Sheraton Batumi Hotel-ში 38 %-იანი ფასდაკლებაა და აქ ღამითევა და სასტუმროში არსებული სერვისების მიღება სტუმარს, 1-ელი სექტემბრისათვის 157 დოლარი დაუჯდება.
Radisson Blu Hotel Batumi -ში ღამითევა 2 ადამიანზე 235 დოლარია.