მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ბოლო ერთ კვირაში 182 მილიარდით გაღარიბდნენ

საფონდო ბირჟების არასტაბულურობის გამო, მსოფლიოს 400-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ბოლო ერთ კვირაში 182 მილიარდი დოლარი დაკარგა. ყველაზე მეტად ცნობილი ამეიკელი მაგნატი უორენ ბაფეტი დაზარალდა. მისი ქონება 3,6 მილიარდი დოლარით შემცირდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, საერთო ჯამში მსოფლიო მილიარდელთა ქონება 6,3 %-ით შემცირდა. მხოლოდ 21 აგვისტოს მილიარდელებმა 76 მილიადი დოლარი იზარალეს.

“მათთვის ეს დიდი ზარალი არ არის, თუმცა 182 მილიარდი შთამბეჭდავი თანხაა”,-განაცხადა კონსალტინგური ფირმის Aspiriant-ს დირექტორმა, ჯონ კოლინზმა. “ასეთ დწეებში ყველაფერი საშინლად გამოიყურება,თუმცა რეალური სურეთი არც ისე კატასტროფულია”,-მიაჩნია Aspiriant-ის ანალიტიკოსს.

ნავთობის ფასის შემცირებამ 15 მილიარდი დოლარით აზარალა ისინი, ვინც ენერგეტიკის სფეროში საქმიანობდნენ. Continental Resources Inc-ის ხელმძღვანელმა ჰაროლდ ჰამმა, ქონების 9% ანუ 895 მილიონი დოლარი დაკარგა. ჰონკონგის ბირჟაზე ე.წ. “დათვის ციკლის” დაწყებამ და ჩინური ვალუტის გაუფასურებამ, 26 ყველაზე მდიდარი ჩინელის ქონება ერთ კვირაში 18,8 მილიარდი დოლარით შეამცირა. ყველაზე მეტად Dalian Wanda Group-ის პრეზიდენტი, ვან ციანლინი დაზარალდა. მისი ქონება 3,5 მილიარდით შემცირდა. თუმცა, როგორც Bloomberg-ი წერს, არიან ისეთებიც, რომლებმაც საფონდო ბირჟების არასტაბილურობით გვარიანად იხეირეს. ყველაზე მეტი, 467 მილიონი დოლარი Sun Pharmaceuticals-ის დამფუძნებელმა, დილიპ შვანგიმ გამოიმუშავა. Bloomberg-ის ინფორმაციით, დილიპ შვანგის მსგავსი კიდევ 10 მილიარდელია, რომლებმაც ბირჟებზე არსებული არასტაბილურობის მიუხედავად, საკუთარი კაპიტალის გაზრდა შეძლეს.