,,ქადაგიძის ზეწოლა ლარზე სექტემბერში დამარცხდება”

“ლარის კურსის გაუმჯობესებას სწორედაც რომ უნდაველოდოთ, რადგან ნებისმერი ხელოვნური ინსპირირებები, როგორც ეს, მოკლვადიანია და აჟიოტაჟზე ორიენტიებული”,-აცხადებს  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა.

მისი თქმით, ქადაგიძის საბოტაჟი ისევ გრძელდება, მაგრამ ეს დროებითია:

“ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირება 1 მილიარდ 115 მილიონამდე ასწია, შესაბამისად, კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ(რეფინანსირებას მინუს სადეპოზიტოები) ერთ დღეში 60 მილიონით სარეკორდო საზღვრამდე გაიზარდა და 735 მილიონი შეადგინა.

დღეს ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორები ლარის გასამყარებლად აბსოლუტურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეროვნული ბანკი კი ხელოვნურად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას.

ნაცნობი სურათია, ზუსტად იგივე მოიმოქმედა სებ-მა მაისში, როცა კურსი 2, 36-მდე გააფუჭა. მაგრამ , რადგან ეს ხელოვნური პროცესი იყო, ბუნებრივია, გაფუჭებული კურსი დიდხანს ვერ შეინარჩუნა და მაისის ბოლოსთვის 1 დღეში ლარის ფასი2 .33-დან 2, 25-მდე “მოულოდნელად” მკვეთრად გაუმჯობესდა. იგივე განმეორდება ახლაც. თუ ვინმე მოტყუვდება და ლარის სანაცვლოდ დოლარის გამალებულ მომარაგებას დაიწყებს, აუცილებლად დაზარალდება”,-აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, შეიძლება, ლარის კურსის ვარდნაში მხოლოდ გიორგი ქადაგიძე იყოს დამნაშავე? ხელისუფლებას რაიმე ქმედთი ღონისძიებების განხორციელება არ შეუძლია?-მიხეილ დუნდუა პასუხობს:

“ფისკალური თვლასაზრისით ხდება 800 მილიონს დაგროვება ნაშთის სახით და წლის ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო მილიარდამდე აპირებს მის გაზრდას, ბიუჯეტი თანაბრად იხარჯება, რაც შემოდგომაზე ლარზე ზეწოლას არ მოახდენს, ერთადერთი ფაქტორი ქადაგიძის მოქმედებებია, რომელიც სექტემბერშივე დამარცხდება, ისევე როგორც მაისში დამარცხდა, როცა მის მიერ გაფუჭებული კურსი ერთ დღეში მკვეთრად გაუმჯობესდა”.

როგორც ექსპერტი აცხადებს: “ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით: მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის კორექტირებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. ცვლილებებმა დეფიციტის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება უზრუნველყო. რასაც მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამასთან, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება;

2015 წლის 7 თვის ფაქტიური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 580 მლნ ლარით მეტია ათვისებული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც მიუთითებს ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაზე;

2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ხარჯვის ტენდენციით წინა წლებისგან განსხვავებით;

2015 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, წელს, ისევე როგორც 2014 წელს მოხდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთის დაგროვება;

2015 წელს საბიუჯეტო დახმარების სახით დონორებისგან მისაღები სახსრები თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გასაწევ ხარჯებს, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები აღემატებოდა უცხოური წყაროებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ შემოსავლებს; სახაზინო სავალუტო ოპერაციებით იანვარ-ივლისის პერიოდში 81 მლნ აშშ დოლარით მეტი რესურსის მობილიზება მოხდა ბიუჯეტის ანგარიშებზე, ხოლო წლის ბოლომდე, მოხდება დამატებით 110 მლნ აშშ დოლარის დაგროვება;

გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შეადგენს 1419 მლნ აშშ დოლარს (შემცირება შეადგენს 192 აშშ დოლარს); პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ, რეკორდულ წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალია 2012-2013 წლებთან შედარებით. 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 1186 მლნ აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროგნოზები ეყრდნობა კონკრეტულ, დაგეგმილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული აქვთ კომპანიებს; მიმდინარე წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში, უცხოური ვალუტის ნაკადები პოზიტიური იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს აჭარბებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელი. ასევე დამატებით იქნება სხვა ფინანსური ნაკადები”-განაცხადა დუნდუამ.

ipress.ge