ფოთში ბილაინის ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისსი გაიხსნა

ბილაინი ფოთში მომხმარებელს ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისს სთავაზობს, სადაც წარმოდგენილია ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო სივრცე, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებსა და მის ინტერესებზე. აქ მომხმარებლისთვის შექმნილია ყველა პირობა რომ თავად მოსინჯონ ბილაინის მიერ შეთავაზებული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტი მეოთხე თაობის უსწრაფესი ინტერნეტი. აქვე აბონენტებს საშუალება ექნებათ თავად ნახონ თუ როგორ მუშაობს ბილაინის მობილური ტელეფონები, როუტერები და WI FI მოდემები. “მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ფოთის აბონენტებისთვის შეგვეთავაზებინა კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გარემო ჩვენი მომსახურებების მისაღებად. ახალი კონცეფციის ოფისში წარმოდგენილია ყველა ის სერვისი და პროდუქტი რასაც ბილაინი აბონენტებს სთავაზობს”, – ბილაინის კომერციული დირექტორი ლაშა ტაბიძე.