გიყვართ პიცა? ფუდპანდას პასუხი:  პიცა უყვარს ყველას!!!

ფუდპანდა და მისი პარტნიორები  მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ. წინ ცხელი, თუმცა სასიამოვნო დღეები გელით…. გაგრილდით ფუდპანდასთან ერთად, ის კერძების მომზადების „ციებ-ცხელებას“ ნამდვილად აგარიდებთ!

ფუდპანდა გაძლევს საშუალებას დააგემოვნოთ თბილისში საუკეთესო პიცა!

გიყვართ პიცა? პასუხი:  პიცა უყვარს ყველას!!! ეს არის ჰაეროვანი, თხელი, ხრაშუნა ცომი, წელვადი ყველი, პეპერონის დაუვიწყარი გემო…

შემოიხედე www.foodpanda.ge -ზე,შეუკვეთე, გამოიძახეთ Pizza Mania (საშუალო 16,30GEL | დიდი 23,30GEL) კომპანიის კურიერები სასურველ დროს და ადგილას მოგართმევენ.

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge  – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას –  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

პიცა იტალიის სავიზიტო ბარათია, რადგან ის ქვეყნის ყველაზე პოპულარული ნაციონალური კერძია. ჯერ კიდევ 1835 წელს ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ პიცა – ეს იტალიელთა სიბრძნისა და მოხერხებულობის ერთგვარი ნაზავია – ცალ-ცალკე პურის პატარა ნაჭრით, პამიდვრით, ნივრით, ზეთითა და მომცრო თევზით ადამიანი ვერ დანაყრდება, მაგრამ ამ ყველაფერს თუ ერთად მოუყრი თავს, დანაყრდები კიდეც და დიდ სიამოვნებასაც მიიღებ. იყო დრო, როცა მას ამრეზით უყურებდნენ და ღარიბთა საჭმელს უწოდებდნენ. მართლაც, ნეაპოლელი გლეხების იდეას, წინა დღით მორჩენილი ნასუფრალი ცომთან ერთად გამოეცხოთ – დიდი დრო დაჭირდა არისტოკრატთა აღიარებამდე, მაგრამ ეს მოლოდინი ნამდვილად ღირდა, დღეს პიცა ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული საჭმელია დედამიწის ზურგზე.

ზოგიერთი კულინარის მტკიცებით, პიცის ისტორია იმ დროიდან იწყება, როცა რამდენიმე ათასი წლის წინ ძველ ეგვიპტეში საფუარი და მჟავე ცომი გაჩნდა. ძველ საბერძნეთში დაიწყეს ცომის გამოცხობა სანელებლებთან ერთად, რომლის მაგივრადაც ხანდახან ბოსტნეულს, ხორცს, ზეთისხილს, რძის ნაწარმს და ა.შ. იყენებდნენ.ერთ–ერთი მომზადებული იყო პომიდვრით, მოცარელათი და რეჰანით, რომლებიც იტალიის დროშის ფერებს იმეორებდნენ – წითელი, თეთრი და მწვანე. დედოფალს განსაკუთრებით მოეწონა ეს პიცა და ნება დართო, მისთვის მისი სახელი ეწოდებინათ. ასე გაჩნდა მსოფლიოში სახელგანთქმული ნამდვილი ნეაპოლური “რიზა ალა მარგარიტა”. დედოფლის ბრძანებით, პიცა მხოლოდ მის სასახლეში უნდა გამოეცხოთ, მაგრამ მალე ეს ბრძანება გააუქმეს. “მარგარიტა” ყველა იტალიელის საყვარელი კერძი გახდა, მეთევზიდან დაწყებული, მარკიზით დამთავრებული.ბერძნულ პიცას პლაკუნტოსი ერქვა, ანუ ბრტყლად გამომცხვარი პური, ხოლო რომაელებს, იგი პირდაპირი დანიშნულების გარდა, თეფშის მაგივრობასაც ხშირად უწევდა. რომაელები პიცის მოსამზადებლად თაფლსა და დაფნის ფოთოლს არ იშურებდნენ. პიცა მათთვის ყოველდღიური საკვები იყო და მისი მომზადება რიტუალურობით არ გამოირჩეოდა. იგი იყო მათთვის პურიც, ბუტერბროდიც და სენდვიჩიც. პიცის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და პიცის მცხობელთა ფანტაზია მართლაც უსაზღვროა.

გთავაზობთ ხილის პიცას – ტკბილი, მსუბუქი და უგემრიელესი პიცა

წარმოგიდგენთ კულინარიულ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ტკბილი პიცის მომზადება ძალიან გაგიმარტივდებათ. რეცეპტი არის საბაზისო და შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად. თქვენი გემოვნებით ყველაზე მეტად რომელი ხილი მოუხდა ამ ხილის პიცას, სწორედ ის გამოიყენეთ.

ინგრედიენტები: ½ ჭიქა დარბილებული ქარაქი, ¾ ჭიქა შაქარი, 1 ცალი კვერცხი, 1¼ ჭიქა ფქვილი, ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ½ ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, ¼ ჩაის კოვზი მარილი, 225 გრამი ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი, 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი სასურველი ხილი მოსართავად

მომზადების პირველი ეტაპი: გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და ¾ ჭიქა შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. შემდეგ ჩაუმატეთ კრემისებურ მასას და კარგად მოურიეთ; მიღებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ პიცის საცხობი ფორმის უცხიმო ზედაპირზე, შედგით გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-10 წუთი, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ.

მომზადების მეორე ეტაპი: დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი და ვანილი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ და გაცივებულ ცომზე, მორთეთ თქვენთვის სასურველი ხილით და კარგად გააცივეთ სუფრასთან მიტანამდე.

გემრიელად მიირთვით!

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 150-მდე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ.   foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.