Haval-სა  და great wall-ის ავტომობილები შიდა განვადებით დღეში მხოლოდ 11$  

ოფიციალური იმპორტიორი HAVAL Georgia  შიდა სალიზინგო პროგრამას იწყებს.

დღესდღეობით ხელსაყრელი სესხის პირობები ავტომობილის შეძენისას ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ავტომობილის მახასიათებლები, გარანტია, გაყიდვის შემდგომი მომსახურების ხარჯები და ა.შ.   სწორედ ამიტომ, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, HAVAL Georgia-მ შეიმუშავა უნიკალური სალიზინგო პროგრამა, როგორც ფიზიკური,  ასევე იურიდიული პირებისათვის, მაქსიმალურად ხელსაყრელი და გამჭვირვალე პირობებით:

  • სესხი გაიცემა შემოსავლების დამადასტურებელი საბუთების გარეშე.
  • თანამონაწილეობის მინიმალური თანხა –ავტომობილის ღირებულების 30%.
  • ლიზინგის მაქსიმალური ვადა – 36 თვე.
  • სადაზღვეო თანხის გადანაწილება.
  • წინასწარ სესხის დაფარვის შესაძლებლობა.
  • განცხადების სწრაფი განხილვა – პასუხი 30 წუთში.

მოცემული სალიზინგო პროგრამა მომხმარებელს  საშუალებას აძლევს მინიმალური ხარჯებით და რისკებით შეიძინოს ავტომობილი.

მაგალითად, ავტომობილი GreatWall Voleex C30 რომლის ღირებულება 11 900 აშშ დოლარია მომხმარებელს  შეუძლია შეიძინოს დღეში სულ რაღაც  10 $-ად, მინიმალური წინასწარი შენატანით 3 570 აშშ დოლარი.