“ოფიციალური კურსი ნაკლებია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავიანთი კურსი დაადგინეს”

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, უმრავლესობა ისევ ეროვნულ ბანკს აბრალებს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზურაბ ტყემალაძის თქმით, სიტუაცია ხელოვნურად არის მართული. დეპუტატი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი ვეტოს დაძლევს, მდგომარეობა შეიცვლება.

“ოფიციალური კურსი ნაკლებია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავიანთი კურსი დაადგინეს, თუმცა ეს არ მიმაჩნია, რომ სწორი ქმედება იყოს. კანონპროექტი რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი როგორც შეიკრიბება ვეტო დაიძლევა, მიზეზს ვხედავ ამ გაურკვევლობაში, რომლითაც მავანი და მავანი სარგებლობს,”-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.