მიხეილ დუნდუა : სახეზეა ეროვნული ბანკის სრული ობსტრუქცია და სრული დეზორგანიზებულობა !  

 

უკანასკნელ დღეებში, სავალუტო ბაზარზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილი აქვს ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას. დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.3640–ია, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.7162.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში მიხეილ დუნდუა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის ბრალეულობებზე ისაუბრა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს!
ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის გეგმა არ აქვს, რადგან:

1. ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა შემუშავდეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში, და ეს კომიტეტი შექმნილიც კი არ არის!!!!!, მიუხედავად სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისა.

2. ფინანსური სტაბილურობის გეგმა უნდა აისახოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად ეროვნული ბანკი არ ქმნის 2012 წლის შემდეგ (ქართუს წინააღმდეგ დატრიალებული ბაქჰანალიის შემდეგ).
შედეგად ვიღებთ:

1. საკრედიტო დაბანდების სრულ უკონტრლობას, საკრედიტო დაბანდებებს კონტრაციუკლური კაპიტალბუფერების რეჟიმის ამოქმედების გარეშე.

2. ეროვნული ბანკის იაფი სასესხო პოლიტიკა მაკროპრუდენტული პოლიტიკის გარეშე, ხელს უწყობს ფინანსური შუამავლობის ანუ მევახშეობის დაფინანსებას და კავშირი არ აქვს ეკონომის ზრდასთან.
2008 წლის გობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ სესხის გაიაფებამ, და ამ სესხების თავისუფალმა, არარეგულირებულმა კონცეტრირებამ იმ სფეროში, რომელიც მიკროპრუდენტულად მომგებიანი , მგარამ მაკროპრუდენტულად დამაზიანებლი იყო.
დღეს, განსაკუთრებით 2015 წლის ივნისიდან ბანკების მიერ იურდიულ პირებზე ლარში ახლადგაცემული სესხების 70%-ი მოდის ფინანსურ შუამავლობაზე, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცების, ლომბარდების და სავალუტო ჯიხურების დაკრედიტებაზე, რომლებიც თავის მხრივ როვნული ბანკისაგან ყოველგავარი კონტროლის და ნორმატიული რეგულების გარეშე ფულს „ტენიან“ არაჰეჯიებულ , ანუ სავალუტო რიკებისაგან დაუზღვეველ მოსახლეობას. ლარი დოლარში გადახურდავების პიდაპირი ობიექტი ხდება, ამ ყველაფერში სრულად დამნაშავე ეროვნული ბანკია, რომელმაც კომრციული ბანკების 700 მილიონიანი წმინდა დაკრედიტებით 690 მილიონით გაზარდა ფინანსური შუამავლობის, ანუ მევახშეობის დაფინანსება.

და ბოლოს როგორ შეიძლება ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მუშაობა, თუ კი თავად ეროვნულ ბანკს ფინანსური ტაბილურობის გეგმა არ აქვს!

აი, სწორედ ამას ქვია ობსტრუქცია!