თემურ ნანეიშვილი: კარგი იქნება თუ ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში მედიკამენტებიზე მაღალი ფასის პრობლემას ჩართავენ

 

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულია კადემიის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ნანეიშვილი გამოეხმაურა.

მისი აზრით, თუ ორგანულად გვინდა ჯანდაცვის სისტემის ფეხზე დაყენება, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და პრევენციული მედიცინის განვითარება არის აუცილებელი.

 

„თუ არ იქნება ამბულატორიული  და პრევენციული გამოკვლევები წელიწადში ერთხელ მაინც, მარტო კერძო კლინიკებით ჯანდაცვა ვერ განვითარდება. ეს განსაკუთრებულად საჭიროა ჩვენი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რადგან, სამწუხაროდ, მაშინ ვიცით ხოლმე თავში ხელების დაშენა, როცა მატარებელი უკვე ჩავლილია. პრევენციული მედიცინა, პოლიკლინიკები და ზოგადად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი კარგად იყო განვითარებული ძველ დროს, საბწოთა პერიოდს ვგულისხმობ. ბატონი სერგეენკო თუ ამ მიმართულებასაც განავითარებს, ეს იქნება წინგადადმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მეიმედება, რამდენადაც, რასაც ამბობს მინისტრი, ყოველთვის ასრულებს“

– აცხადებს ნანეიშვილი.

მისი თქმით, ასევე დიდი პრობლემაა მედიკამენტებისა და სამედიცინო გამოკვლევების მაღალი ფასი და მოსახლეობისათვის მათი ხელმისაწვდომობა. სასურველი იქნება, თუ ამ პრობლემის გადაჭრას რაიმე ფორმით გაითვალისწინებს დაგეგმილი რეფორმა“-მიაჩნია თემურ ნანეიშვილს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სერგეენკოს განხადებით, კონკრეტული გეგმა ოქტომბრის ბოლოს იქნება წარმოფგენილი.   რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. მის მოზადებასა და განხორციელებაში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ უწევს.