მიხეილ დუნდუა: ლარის გაუფასურება დროებითია

“სპეკულაციისა და სავალუტო აჟიოტაჟის ანატომია… ლარის გაუფასურება დროებითია და ის სპეკულაციური ფაქტორებითაა გამოწვეული.

რას ხმარდება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხები? დავაკვირდეთ კომერციული ბანკების მიერ, ლარში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ნაკადების სტრუქტურას: 2015 წლის ივლისის მონაცემებით, ბანკების მიერ იურიდიულ პირებზე ლარში ახლადგაცემული სესხების 72%-ი მოდის ფინანსურ შუამავლობაზე, ანუ ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაცების, ლომბარდების და ა.შ. დაკრედიტებაზე; 12%-ი ვაჭრობაზე; დანარჩენი 15% ეკონომიკის სხვა დარგებზე”,-აღნიშნავს მიხეილ დუნდუა და აღნიშნული საკითხების დინამიკის ერთწლიან სტატისტიკას აქვეყნებს.

კომერციული ბანკების მიერ საანგარიშო პერიოდში ფინანსური შუამავლობის სფეროში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები:

d

კომერციული ბანკების მიერ საანგარიშო პერიოდში ფინანსური შუამავლობის სფეროში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წილის დინამიკა:

dd ddd