შეუკვეთე შენთვის საყვარელი კერძი ყველაზე კომფორტულად foodpanda -ზე!

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge  – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას –  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. გამოიძახეთ გემრიელი კერძები კომპანიის პარტნიორი 150 მეტი რესტორნიდან.

სმარტფონებიდან  საკვების შეკვეთა კიდევ უფრო კომფორტულია, ვიდრე კომპიუტერების დახმარებით. ფუდპანდას აპლიკაცია გთავაზობთ ყველა იმ ფუნქციას, რაც კომპანიის ვებგვერდზეა; მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ საყვარელი კერძები, ნახონ მათი ფოტოები და რეიტინგები და გაეცნონ სხვადასხვა რესტორნის სპეციალურ შემოთავაზებებს. მეტიც, აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ საკვებში ისეთივე ცვლილებები შეგატანინოთ, რასაც იზავდით შესაბამის რესტორანშიც.

„დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 62 ცნობილი რესტორანია და  მათი რაოდენობა,  შემდეგ  თვეებში აუცილებლად გაიზრდება. ამჟამად ჩვენს აპლიკაციას დღეში საშუალოდ 170 ადამიანი იწერს და ჩვენი შეკვეთების 50 პროცენტზე მეტი  უკვე სწორედ ამ არხით შემოდის. შეგვიძლია ამაყად  ვთქვათ , რომ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის კეთებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია  ფუდპანდას უჭირავს.“

 

 – განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი გიგა ქერქაძე.

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 150-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ.   foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.