თბილისში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი EastPoint Tbilisi იხსნება

12 სექტემბერს თბილისში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი EastPoint Tbilisi – იხსნება. 85, 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ კომპლექსში განთავსებულია 10 კინო დარბაზი და პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო. 12 ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეფტუალური კაფე და რესტორნით,  რეგიონში ყველაზე დიდი ზარა, ბერშკა, სტრადივარიუსი, მასიმო დუტი და მანგო.  აქვეა McDonalds, Wendy’s, Dunkin Donuts, სახაჭაპურე N1.

“რეისზე #12/09/15 ჩასხდომა დაწყებულია, ეს მნიშვნელოვანი რეისი სწორედ EasPoint-ის გახსნას უკავშირდება, ჩვენ სტუმრებს 12 სექტემბერს, 13 საათიდან ველოდებით. დასწრება თავისუფალია. EastPoint-ი იქნება შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქი. ახალი კომპლექსი 12 სექტემბერს გრანდიოზულად გაიხსნება, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს გასართობი პროგრამა, გათამაშებები ყოველი საათის ბოლოს, უამრავი სიურპრიზი და საღამოს მუსიკალური შოუ, რომელსაც Vanilla Cage გახსნის და ნინო ქათამაძე ჯგუფ ინსაითთან ერთად გააგრძელებს, სტუმრებისთვის სპეციალურად მოვიწვიეთ ეროვნული სიმფონიური ორკესტი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. EastPoint-ში იქნება 10 კინოდარბაზი და IMAX ტექნოლოგიის კინო. შოპინგის მოყვარულთათვის სტრადივარიუსის , ზარას, მასიმო დუტის და ბერშკას მაღაზიები ახალი კონცეფციით, რომელიც ჯერჯრერობით მსოფლიოში სულ რამოდენიმეა. აქვეა Gloria Jeans-ის პირველი მაღაზია საქართველოში, DEFACTO-ს პირველი მაღაზია საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდი Inglot Cosmetics -ის პირველი მაღაზია საქართველოში და მრავალი სხვა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ბრენდები ერთ სივრცეში.

წლის ბოლომდე EastPoint-ს შემოემატება ჰიპერმარკეტი კარფური, 3,500 კმ ბავშთა გასართობი ცენტრი ფოკუს-მოკუსი, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ელექტრო ტექნიკის დიდი მარკეტი, სადაც ყველა საქართველოში წამყვანი ოპერატორი ერთ სივრცე იქნება წამორდგენილი, ბევრი ახალი კვების ობიექტი და ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიები.  ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების მოლოდინებს გავამართლებთ  “

– აცხადებს თეიკო ლომინაძე, EastPoint-ის მარკეტინგის დირექტორი.

შეგახსენებთ 12 სექტემბერს ახალი სავაჭრო კომპლექსი 13 საათზე გაიხნება, მისამართი კახეთის გზატკეცილი. ალ.თვალჭრელიძის #2 . გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე დასწრება თავისუფალია.

[wpolling id=”4″ width=”” height=””]