ბილაინი მომხმარებლებს  iPhone-ზე განვადების საუკეთესო პირობებს სთავაზობს

ბილაინი დღეიდან მომხმარებელს iPhone 6 (16GB Space Grey) საუკეთესო განვადების პირობით შესთავაზებს.

პირველადი შენატანის გარეშე და 12 თვიანი 0%-იანი განვადების სისტემით, ბილაინის მომხარებლები  iPhone  6-ის შეძენას თვეში 153 33 ლარად შეძლებენ.

აქვე iPhone-ს შეძენისას ბილაინის აბონენტებს ექნებათ საშუალება ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ ბონუსით :

– ულიმიტო წუთები ბილაინის ქსელში

– ულიმიტო სმს

– 1 გბ LTE ინტერნეტი

– ულიმიტო whatsapp

“ჩვენ ვცდილობთ, არსებულ და ახალ აბონენტებს მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შევთავაზოთ. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ბილაინს მობილური მომსახურების გარდა, მობილური ტელეფონების შესაძენადაც აკითხავს. iPhone-ი ერთრი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მობილური ტელეფონია, სწორედ ამიტომ iPhone 6-ი ჩვენს მომხმარებელს განვადების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით და ერთი წლის განმავლობაში სპეციალური აქციით შევთავაზეთ, რითაც ვასრულებთ ჩვენს პირობას – ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი“, – აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი ლაშა ტაბიძე.