პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მოხსნას შეეცდება

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ხვალვე იგეგმება საკითხის კენჭისყრაზე გატანა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ მიიღო. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისათვის ემზადება, რასაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, სულ მცირე 76 ხმა სჭირდება.
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 13:00 საათზე დაინიშნა. სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.