ერთ თვეში მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 3 342–ით გაიზარდა
აღსრულების ეროვნული ბიუროს 1 სექტემბრის მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში 132 451 პირია რეგისტრირებული, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 3 342-ით არის გაზრდილი.
აგვისტოს დასაწყისისთვის მოვალეთა რეესტრში 129 109 პირი იყო რეგისტრირებული.
2014 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 133 583–ით განისაზღვრებოდა.
რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება.
აღსრულების კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს.
Bpi.ge