საგერეო ვალის დინამიკა და ლარის კურსი
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც განხილულია ქვეყნის საგარეო ვალის აღებისა და მისი მართვის ტენდენციები წლების მიხედვით. მიხეილ დუნდუას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“2012 წლის შემდეგ საქართველოში დასრულდა “საბერძნეთიზაცია”, დასრულდა პროცესი, როცა რეჟიმის მიერ გალახული ეკონომიკის საკომპესაციოდ სახელმწიფო სექტორი გრანდიოზულ საგარეო დავალიანებას იღებდა. მაშინდელ ლარის კურსს არაფერი ჰქონდა საერთო ეკონომიკის აქტიურობასთან.
“მავანი” დიდი საგარეო ვალის აღებას 2008 წლის ომს უკავშირებს, არადა ყველაზე დიდი წმინდა საგარეო ვალი, 1 მილიარდ 45 მილიონი დოლარი, სახელმწიფო სექტორმა 2012 წელს აიღო.
იხ. ეროვნული ბანკის საგარეო ვალის სტატისტიკა. (“მავანმა” ცილი რომ არ დამწამოს)” – წერს დუნდუა
[wpolling id=”4″ width=”” height=””]