ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელი ისევ როჯერ ფედერერია

რამდენიმე დღის წინ , ნიუ იორკში, სტარტი აიღო მიმდინარე საჩოგბურთო სეზონის ბოლო დიდი სლემის ტურნირმა, სადაც ყველა წამყვანი ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას. US open-ის მონაწილეები მსოფლიოს მასშტაბით დიდი ყურადღების ქვეშ მოექცნენ.

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგი.

მეცხრედ ამ სიას სათავეში ჩაუდგა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი: ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მან ჯამში 67 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სულ რეიტინგში 12 ჩოგბურთელია: შვიდი მამაკაცი და ხუთი ქალი:

1. როჯერ ფედერერი – 67 მლნ.
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 48,2 მლნ.
3. რაფაელ ნადალი – 32,5 მლნ.
4. მარია შარაპოვა – 29,7 მლნ.
5. სერენა უილიამსი – 24,6 მლნ.

6. ენდი მარეი – 22,3 მლნ.
7. კეი ნიშიკორი – 19,5 მლნ.
8. კაროლინ ვოზნიაცკი – 14,6 მლნ.
9. სტენ ვავრინკა – 11,1 მლნ.
10. ანა ივანოვიჩი – 8,3 მლნ.

11. გრიგორ დიმიტროვი – 7,8 მლნ.
12. პეტრა კვიტოვა – 7,7 მლნ.