ლორა ლინდერმანი – საბანკო სექტორი უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს

 

ვაშინგტონში დაფუძნებული ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ლორა ლინდერმანი ,,ამერიკის ხმასთან”  საუბრაში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს. თუმცა განმარტავს, რომ აუცილებელია  ქვეყანამ ბევრი უნდა იშრომოს, რაც შეიძლება, მეტ საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრაციისათვის.

,,საქართველოს რეფორმების სტრატეგიაზე ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ქვეყანამ ბევრი უნდა იშრომოს, რაც შეიძლება, მეტ საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრაციისათვის. მეტი ინტეგრაცია მეტ სტაბილურობას ნიშნავს და რა თქმა უნდა, ინტეგრაცია ეკონომიკასაც უწყობს ხელს. კონკრეტულ რეფორმებს რაც შეეხება, ვაკვირდებით ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარებას. დამოუკიდებელი ინსტიტუტები წინააღმდეგობაშია ნებისმიერ იმ ტენდენციასთან, რომელიც ძალაუფლების მონოპოლოზაციის სურვილს შეიცავს. საბანკო სექტორი უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს. იგივე ითქმის მართლმსაჯულების რეფორმაზეც. მნიშვნელოვანია, ამ რეფორმებს ყურადღებით დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების როლი ცალკეული კანონების ხელახლა დაწერის საქმეში, რათა ინსტიტუტების დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს და უფრო მეტად გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია ძლიერი საჯარო მოხელეების ჩამოყალიბება, რათა ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, სამინისტროებში მუშაობენ, რომელიმე ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იყვნენ კავშირში”

აცახდებს ლინდერმანი.

[wpolling id=”4″ width=”” height=””]