რისთვის დაიხარჯა და რა მიიღო სოროსმა 80 მლნ. დოლარის სანაცვლოდ

“ნეტგაზეთი” სოროსის მიერ დახარჯული მილიონების ინფოგრაფიკას აქვეყნებს.

თუ ვინ მიიღო ეს 80 მილიონი დოლარი უცნობია. თუ ცოტა მაინც “ნეტგაზეთს” შეხვდა ეს კარგია – “ნეტგაზეთი” კარგი მედიასაშუალებაა.

ისე, ზოგადად, უშედეგოდ დაიხარჯა ეს ფული .

სოროსის მიზანი იყო საქართველოში ღია საზოგადოების შექმნა – არ შეიქმნა.

დემოკრატიის განვითარება – მივიღეთ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც “სტენფორდის ექსპერიმენტი” ჩაატარა ქვეყანაში და საქართველო ერთ დიდ საპყრობილედ აქცია წამების და უსასტიკესი მოპყრობის პრაქტიკით.

დასაქმება – შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი დაუსაქმებელია, ქვეყნიდან წავიდა ყოველი მეორე.

სიღატაკე – 2/3 სიღარიბის ზღვარზე და მის ქვემოთ.

მედია – პოლიტიზირებული და გაყიდული.

ეკონომიკა – კრიზისში.

ადამიანის უფლებები – გათელილი.

ამისთვის დახარჯა სოროსმა მილიონები?

იქნებ ვინმემ უარყოს, რომ სოროსის გრანტების გაცემა ჯერ ჟვანიასთან, ხოლო შემდეგ სააკაშვილთან შეთანხმებულ პირებზე და არასამთვაროებზე ხდებოდა. ჯერ სოროსის ფონდის მესვეურებმა (ახლანდელმა და წინამ – დ.დარჩიაშვილმა) უპასუხონ საზოგადოების კითხვებს და მერე აქვეყნონ გამქრალი მილიონების შესახებ ცნობები.

გიორგი დარსაველიძე

get_img (1) get_img (2) get_img (3) get_img (4) get_img (5) get_img (6) get_img (7) get_img get_img

ნეტგაზეთი

 

[wpolling id=”4″ width=”” height=””]