სესხების დიდი ნაწილი ლარში რომ იყოს გაცემული, მოსახლეობის უმეტესობა პრობლემას ვერ იგრძნობდა – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში სესხების დიდი ნაწილი ლარში რომ იყოს გაცემული, მოსახლეობა ამ პრობლემას ვერ იგრძნობდა.

,,საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს ბევრი, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებულები, რაც ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის საქართველოში. დოლარიზაციის მაჩვენებელი ჩვენთან ძალიან მაღალია. საქართველოში ბინების, მანქანების სესხების აღება დოლარში ხდება. ეს შეადგენს დაახლოებით 65 პროცენტს. ეს ქმნის პრობლემას. ეს პროცენტი 20 პროცენტი რომ იყოს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პრობლემას საერთოდ ვერ იგრძნობდა,” – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

წყარო: medianews.ge