ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ მე–13 დაჯილდოების ცერემონიას დავით მუხრანბატონის სასახლემ უმასპინძლა. „საბამ“ 10 ნომინაციის გამარჯვებული გამოავლინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა პოეტს, ბესიკ ხარანაულს.

ნომინაციაში – საუკეთესო დებიუტი გამარჯვებულია გიორგი წიკლაურის „პიტერ აკროიდის „ლონდონი“

წარდგენილნი იყვნენ:
1. აბო იაშაღაშვილი, ოსმალური მარში (დიოგენე)
2. ბექა ადამაშვილი, ბესტსელერი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის “ლონდონი”, თარგმანი (აზრი)
4. ივა ფეზუაშვილი, ვცადე (ინტელექტი)
5. ოთარ ჯირკვალიშვილი, კანფეტი (სიესტა)
6. ცოტნე ცხვედიანი, ქალაქი და წმინდანები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა ჟიურის გადაწყვეტილებით არ გამოვლენილა.

ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ
1. ბასა ჯანიკაშვილი, გაბრაზებული ჩიტი (ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”)
2. ზაზა აბზიანიძე, ამბავი დე ლა მელასი (ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“)
3. დავით ალელიშვილი, კოზმასა და დამიანესთან ახლოს (არადანი)
4. ცოტნე ჩიქოვანი, აგიხსნით სიყვარულს (სიესტა)

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის – მალხაზ ხარბედია „ტექსტი და სიმართლე“

ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ:
1. ივანე ამირხანაშვილი, დაკარგული ავტორის ძიებაში (ინტელექტი)
2. ლევან ბრეგაძე, თარგმანი და ორიგინალი (არტანუჯი)
3. მალხაზ ხარბედია, ტექსტი და სიმართლე (აზრი)

საუკეთესი ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირაკლი მახარაძე „სიადი მუნჯი“

წარდგენილნი იყვნენ:
1. აკა მორჩილაძე, ჩრდილი გზაზე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. გივი ალხაზიშვილი, ორი სინამდვილის ზღვარზე (საუნჯე)
3. გიორგი კეკელიძე, გურული დღიურები (სიესტა)
4. თემურ გაბუნია, ჯერომ სელინჯერი – ნამდვილი ბრძოლა (24 საათი)
5. ირაკლი მახარაძე, დიადი მუნჯი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
6. ლევან ბრეგაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, ვკითხულობთ კლასიკას (ინტელექტი)
7. ნაირა გელაშვილი, ლიტერატურული წერილები, ესეები (კავკასიური სახლი)
8. ნუგზარ მუზაშვილი, ანალოგიები (დიოგენე)

ნომინაციაში საუკეთესო თარგმანი ორი პრემია გაიცა – ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ და ლელა დუმბაძე „ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ““

წარდგენილნი იყვნენ:
1. ანდრო ბუაჩიძე – „დიდი თანავარსკვლავედი“ (ინტელექტი)
2. დავით აკრიანი – მაიკლ კანინგემის „საათები“ (პალიტრა L)
3. ზაზა ჭილაძე – ჯულიან ბარნსის „დასასრულის განცდა“ (დიოგენე)
4. ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე – კურტ ვონეგუტის „სარწეველა ფისოსათვის“ (დიოგენე)
5. თამარ ჯაფარიძე – მარგარეტ ეტვუდის „ბრმა მკვლელი“ (დიოგენე)
6. ლანა კალანდია – გაბრიელ გარსია მარკესის “იცხოვრო, რომ მოჰყვე” (ინტელექტი)
7. ლელა დუმბაძე – ვირჯინია ვულფის “გზა შუქურისკენ” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
8. ნიკა სამუშია – სტივენ კინგის „ბნელი კოშკი“ (დიოგენე)
9. ხათუნა ცხადაძე – უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (დიოგენე)

წელს ლიტერატურული პრემია უკვე მესამედ გადაეცა ქართული ლიტერატურის უცხოურ თარგმანს, ამჯერად ნომინაციაში უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანისთვის გაიმარჯვა ქრისტიანე ლიხტენბერგმა ოთარ ჭილაძის რომანია „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისათვის.

ნომინაციაში საუკეთესო პროზაული კრებული – გოგი ჩაგელიშვილი „მხატვარი“

წარდგენილნი იყვნენ:
1. გელა ჩქვანავა, ფეისბუქზე (ინტელექტი)
2. გოგი ჩაგელიშვილი, მხატვარი (ინტელექტი)
3. ინა არჩუაშვილი, მას ერქვა ვატანაბე (ინტელექტი)
4. ლადო კილასონია, ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად (ინტელექტი)

ნომინაციაში საუკეტესო პოეტური კრებული – პაატა შამუგიას „შიზოგადოება“

წარდგენილნი იყვნენ
1. გიორგი კეკელიძე, პოეზია 2008-2013 (სიესტა)
2. ლელა სამნიაშვილი, ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი)
3. ნიკა ჯორჯანელი, მექსიკური ჩიხი (საუნჯე)
4. პაატა შამუგია, შიზოგადოება (ინტელექტი)
5. სოსო მეშველიანი, მიჟლაჰარ (ინტელექტი)

ნომინაციაში საუკეთესო რომანი აბო იაშაღაშვილი „როიალ–მეირ“

წარდგენილნი იყვნენ:
1. აკა მორჩილაძე, ქემერა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. აბო იაშაღაშვილი, როიალ-მერი (დიოგენე)
3. გელა ჩქვანავა, მკვდარი ქვიშის უდაბნო (ინტელექტი)
4. ზურაბ ქარუმიძე, ჯაზის ყვავილობა (აზრი)
5. ლაშა თაბუკაშვილი, ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ! (ინტელექტი)
6. ლუკა ბაქანიძე, მესამე ნაპირი (პალიტრა L)
7. მიხეილ ანთაძე, სიცილია გვალვაში (ჩვენი მწერლობა)

დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდნენ ნინო კასრაძე და რატი ამაღლობელი. მუსიკალუირი გაფორმება თბილისის სიმფოქნიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღავნელობით.
დღესვე საზოგადოებამ პირველად გაიგო ჟიურის წევრების ვინაობა, რომელიც ტრადიციულად საიდუმლოდ რჩება გამარჯვებულთა გამოვლენამდე. ჟიურის 5 კაციან შემადგენლობაში წელს შედიოდნენ: ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე, მთარგმნელი ქეთი ქანთარია, ფილოლოგი–მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი, პოეტი ზვიად რატიანი, მწერალი დავით ტურაშვილი,
5-კაციანი ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მის შემადგენლობაში შედიან ლიტერატორები, მწერლები, “საბას” წინა წლების ლაურეატები.
წლევანდელ კონკურზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ავტორის 315 წიგნი. ჟიურიმ 46 მათგანი ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი და პენ-ცენტრი.