ფარმაცევტული კომპანია პსპ-ს განცხადება

ფარმაცევტული კომპანია პსპ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს ბაზრისთვის ნებისმიერი მწარმოებლის მიერ პირველ რიგში ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, პსპ გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოს ხარისხიანი მედიკამენტების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ქსელის მეშვეობით“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.