ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით საქართველო 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა
საერთაშორისო კვლევითი ცენტრი Open Budget Survey პერიოდულად აქვეყნებს კვლევას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ საჯარო ფინანსების მართვას შეისწავლის.
ორგანიაზაციამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განახლებული, 2015 წლის კვლევა. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის, მონაწილეობის, ზედამხედველობა/კონტროლისა და შესაძლებლობების მიხედვით, 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველო 33-ე ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, ხორვატია, ბულგარეთი, ესპანეთი და ა.შ.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ რეიტინგის პირველ საფეხურს ახალი ზელანდია იკავებს, რომელიც 2012 მონაცემების მიხედვითაც ლიდერი იყო.