ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრს, ვანგ ძიარუის შეხვდა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოხარულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების, რომელიც უფრო დინამიური გახდა ბოლო ორი წლის მანძილზე.

“მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის,”

-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების, მშვიდობის ადგილი ევროპისა და აზიისათვის.

მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ოფიციალურ საუზმეზეც გაგრძელდა, რომელიც ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრმა ვანგ ძიარუიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართა.