რა დავალება მიიღო ბოლო დღეებში საბანკო სექტორმა ეროვნული ბანკისგან?

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნის გაზრდა დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება როგორც მედიაში, ისე ექსპერტულ წრეებში.

როგორც ცნობილია, საკრედიტო რისკი იზრდება  იმ შემთხვევაში, თუკი მისი  განსაზღვრისას გათვალისწინებული  გადახდისუნარიანობის შემცირებული მაჩვენებელი გაზრდილია.

გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს, მსგავს შემთხვევაში, შეუძლია რისკების დასაზღვევად ამ სესხებზე არსებული რეზერვების მაჩვენებლის გაზრდა მოითხოვოს, ჩნდება რამდენიმე შეკითხვა:

უკავშირდება თუ არა აღნიშნული მოთხოვნა ლარის კურსის მკვეთრ ცვლილებას და საკრედიტო რისკების ზრდას?

ეროვნულმა ბანკმა ადრე რატომ არ მიმართა საკრედიტო რისკების შესამცირებლად და წინასწარ მსგავსი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ამ ღონისძიებებს, ან რა კრიტერიუმებით შეარჩია კომერციული ბანკები? უკავშირდება თუ არა სებ-ის ეს გადაწყვეტილება საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას?

კომერსანტი

[wpolling id=”4″ width=”” height=””]