რთველზე ამ დროისთვის 4,78 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში გადამუშავებულია 4,78 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 990 ტონამდე რქაწითელი, 1263 ტონამდე საფერავი, 307 ტონამდე კახური მწვანე და 2222 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

გლეხებმა ყურძნის ჩაბარების შედეგად 1 346 111 ლარი მიიღეს.

დღეისმდგომარეობით, კახეთში ყურძენს გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 ღვინის მწარმოებელი კომპანია. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო, რომელიც დღეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან მიიღებს ყურძენს.

ეტაპობრივად რთველში კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება და პარალელურ რეჟიმში ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამდროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.