რა ფუნქციები დაემატა და რა ღირს ახალი აიფონები

9 სექტემბერს კომპანია ”ეფლმა” სან ფრანცისკოში აიფონის ახალი სმარტფონების 6s და 6s Plus-ს პრეზენტაცია გამართა. სმარტფონის ახალი მოდელი ორბირთვიანი პროცესორითაა აღჭურვილი. აიფონ 6s და 6s Plus ახალ ტექნოლოგიებს ითავსებს – 3D Touch და Force Touch (ეკრაზე თითის დაჭერისას ტელეფონი დაჭერის სიძლიერეს ამოიცნობს). შესაბამისად, უფრო ძლიერი დაჭერის შემთხვევაში სისტემა დამატებით მენიუს გახსნის.

ახალი პროცესორი ა9 მის წინამორბედზე სამოცდაათი პროცენტით უფრო სწრაფია. განახლება შეეხო ბიომეტრულ გადამცემსაც, იგი უფრო ზუსტი და სწრაფი გახდა. 12 მეგაპიქსელიანი კამერა უკვე K4 სტანდარტზე გადაიღებს ვიდეოებს (ორჯერ უფრო დიდზე

კადრის ყოველ მხარეს, ვიდრე აქამდე).

გაჯეტი უახლეს ტექნოლოგიას შეიცავს,  რომელსაც ლაივ ფოტო ეწოდება. ეს მხოლოდ ფოტო აღარაა, მას ვიდეოს შეთავსებაც შეუძლია. ფოტო იმოძრავებს შეხებისას ან როდესაც გალერეის დათვალიერებას დაიწყებთ. აგრეთვე გაუმჯობესებულია წინა კამერა: 5 მეგაპიქსელი ორის მაგივრად.

ახალი აიფონის მოდელი ყველაფრით განსხვავდება ძველი მოდელებისგან. გაჯეტის ფერთა პალიტრა შეივსო ახალი ფერით – მოვარდისფრო ოქროსფერი. წინასწარი შეკვეთების გაკეთება ახალ აიფონებზე 12 სექტემბრიდანაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვები 25 სექტემბერს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ჰონგ კონგში, იაპონიაში, ჩინეთში, სინგაპურში და პოერტო რიკოში დაიწყება.
ახალი აიფონების ფასი შემდეგნაირია: 6S – 649$ (16GB), 699$ (64GB), 749$ (128GB).

ambebi.ge