,,ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დოლარის დარეზერვების გაზრდა მოთხოვა და ლარის გაუფასურებას ახალი ბიძგი მისცა”

აქვთ თუ არა ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა?

ლარის კურსი, მოულოდნელი ცვლილებებით, საზოგადოებას კვლავ აოცებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 14 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2,40–ის ნიშნულზე ფიქსირდება. სხვადასხვა მოსაზრებებით მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია, შედეგად ვიღებთ გაუფასურებულ ლარს. თუმცა თუ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გადავხედავთ, ასევე ბიუჯეტის ხარჯვით პოლიტიკას, ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები არ ფიქსირდება და კითხვები ისევ ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების საქმიანობას უკავშირდება.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა არ გააჩნიათ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ კატასტროფულად იმატა სატელეფონო მესიჯებმა, რომელიც საცალო სესხების დამტკიცებას გვილოცავს, განსაკუთრებით იმ ბანკებისგან, სადაც სესხის აღების სურვილიც კი არ გაგვიცხადებია მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

„ეროვნული ბანკი  გვესაუბება იმის თაობაზე, რომ თურმე ბანკებს ლარის დეფიციტი აქვთ. ნაცვლად იმისა, რომ სავალუტო ფონდისათვის შეპირებული კონტრციკლური კაპიტალ ბუფერების რეჟიმი შემოიღოს და ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტებას ხელი შეუწყოს, წინა კვირას ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დოლარის დარეზერვების გაზრდა მოთხოვა და ლარის გაუფასურებას კიდევ ახალი ბიძგი მისცა.

თუ გვინდა რეალური დედოლარიზაცია, მაშინ ეროვნულ ეკონომიკას სესხი უნდა მივცეთ ლარში, ხოლო სამოხმარებლო სესხები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, როგორც ლარში, ისე დოლარში. რადგან სამომხმარებლო სესხები საიმპორტო შესყიდვებს პიდაპირ უკავშირდება“ – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მისივე თქმით, თუ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისაგან მუქთად მიღებულ მილიარდიან რეფინანსირებას საცალო გასესხებაზე დახარჯავენ, ჩვენ არა დედოლარიზაციას, არამედ გაუფასურებულ ლარს მივიღებთ. – „სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ გასულ წლის გაზაფხულზე მოითხოვდა ეროვნული ბანკისაგან საცალო სეხების შეზღუდვას. ჯერ კიდევ მაშინ, გასული წლის სექტემბრამდე პერიოდში, როცა ლარი გაუფასურებული არ იყო, საცალო მსეხებელთა ერთი მესამედი შემოსავლების ნახევარს ბანკის ვალებისთვის ხარჯავდა, და ეს აშფოთებდა სავალუტო ფონდს. დღეს ვითარება რადიკალურად გაუარესდა, გაგვცეს ეროვნულმა ბანკმა პასუხი კითხვაზე: საცალო მსესხებელთა რამდენი პროცენტი ხაჯავს სესხის მომსახურებაზე შემოსავლის ნახევარს? რატომ არ ქმნის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, რომლის გამოქვეყნებასაც პირდებოდა სავალუტო ფონდს? და რომ ნამდვილად ითხოვს სავალუტო ფონდი საცალო სესხების შეზღუდვას, იხილეთ მისი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს ლიმიტების შემოღება სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით კოეფიციენტისათვის საცალო სესხებზე, გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში, საცალო მსესხებელთა ერთი მესამედი ხარჯავს შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალებისათვის“ – აცხადებს ექსპერტი.

 აქვე გთავაზობთ დიაგრამებს

untitled1

untitled