ვაკე-საბურთალოს ახალი გზის ნაწილზე მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი  გზის ნაწილი დღეს დილიდან გახსნილია. მოძრაობა შესაძლებელია თამარაშვილის ქუჩიდან ხილიანის ქუჩის მიმართულებით, ასევე – პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა. მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად. რაც შეეხება გზის დანარჩენ ნაწილს, პოლიციის შენობიდან გმირთა მოედნამდე, იქ კვლავ მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.