“ვისოლი” საწვავ პროდუქტზე ფასს 5 თეთრით ამცირებს

„ვისოლი“ ქსელში არსებულ საწვავ პროდუქტზე ფასს  5 თეთრით ამცირებს. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით „ვისოლი“ ფასებს უკვე მესამედ ამცირებს.

“მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასი კიდევ 5 თეთრით შევამციროთ.  თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად  აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება”, – აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.