10 მილიონი ლარის ინვესტიცია ბათუმში
ბათუმში კაზინოების საერთაშორისო ქსელი XO შემოდის. ახალ ბულვარში კომპანია კაზინოს მოწყობას განახორციელებს. XO-ს წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე შეხვდნენ. კაზინოში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ობიექტი “მეტრო სითის” ტერიტორიაზე, 2800 კვ.მეტრზე განთავსდება. საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება და ჯამში 20 მლნ ლარი დაიხარჯება. კაზინოს მშენებლობა წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.