„ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვაში საუკეთესო სერვისის მქონე ბანკი „თიბისი ბანკი“ გახდა
გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საბანკო სისტემაში საუკეთესო სერვისი თიბისი ბანკს აქვს. გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge -ზე მიმდინარეობდა 2222-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხულთა 36%-ის (793 ხმა) აზრით, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს შორის საუკეთესო მომსახურება აქვს „თიბისი ბანკს“. გამოკითხვაში მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ გავიდა, რომლის სერვისიც საუკეთესოდ გამოკითხულთა 30%-მა (673 ხმა) შეაფასა.
გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო 10 ყველაზე მეტი აქტივების მქონე ბანკი. საუკეთესო სერვისის მქონე ბანკების სამეულში მოხვდა ლიბერთი ბანკი, რომელმაც მცირე უპირატესობით აჯობა ბანკ რესპუბლიკას, – ლიბერთი ბანკს 159 ხმა აქვს, ხოლო ბანკ რესპუბლიკას 154. საუკეთესო სერვისის მქონეთა www.bfm.ge -ის ვერსიაში სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: ვითიბი ბანკი – 117 ხმა; პროკრედიტ ბანკი – 103 ხმა; ბანკი ქართუ – 68 ხმა; კორსტანდარტ ბანკი – 33 ხმა; ბაზისბანკი – 32 ხმა; პაშა ბანკი – 24 ხმა; სხვა – 66 ხმა;
ბანკი | ხმების რაოდენობა | პროცენტული რაოდენობა |
თიბისი ბანკი | 793 | 36% |
საქართველოს ბანკი | 673 | 30% |
ლიბერთი ბანკი | 159 | 7% |
ბანკი რესპუბლიკა | 154 | 7% |
პროკრედიტ ბანკი | 103 | 5% |
ვითიბი ბანკი | 117 | 5% |
ბანკი ქართუ | 68 | 3% |
ბაზისბანკი | 32 | 1% |
კორ სტანდარტ ბანკი | 33 | 1% |
პაშა ბანკი | 24 | 1% |
სხვა | 66 | 3% |
როგორც აღინიშნა, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2222-მა ადამიანმა. მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა, მისი მიმდინარეობის პერიოდში, ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი, რაც მინიმუმამდე ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ ერთმა ადამიანმა რამდენჯერმე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.