ბათუმში სამორინეების საერთაშორისო ბრენდი XO შემოდის
ბათუმში სამორინეების საერთაშორისო ბრენდი XO შემოდის, ამის შესახებ აჭარის მთავრობაში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, კომპანია კაზინოს ახალ ბულვარში მშენებარე სასტუმრო-აპარტამენტების “მეტრო სითის” ტერიტორიაზე ააშენებს. ახალ პროექტში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ცნობილია, რომ პროექტის განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კაზინოების საერთაშორისო ქსელის XO-ს წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე შეხვდნენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კაზინო “მეტრო-სითის” ტერიტორიაზე 2800 კვ. მეტრზე განთავსდება. კაზინოს მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება. ცნობილია, რომ კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება. კაზინოების ქსელი XO და კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებენ.
commersant.ge