პოლიტიკური ფინანსების საკითხის მოწესრიგების კუთხით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა

საერთაშორისო ორგანიზაციების Global Integrity da Sunlight Foundation მიერ შედგენილ რეიტინგში, პოლიტიკური ფინანსების საკითხის მოწესრიგების კუთხით (Money, Politics and Transparency) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა

და გამჭირვალობის საკითხის შეფასებას, საქართველოს 79 ქულა მიანიჭეს.  მათივე განმარტებით, ამ მონაცემით, საქართველო დაიმსახურა უფრო უკეთესი შეფასება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სისტემებმა.

“შეფასება განხორციელდა 2014 წლის განმავლობაში და მასში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებები. Global Integrity 4-ეტაპიან შეფასების პროცესს ახორციელებს, რომელიც გულისხმობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინტერვიუებს, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებს, რის შემდგომაც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება მიღებული ინფორმაციის გადამოწმება და შეფასება”, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, რეიტინგის წარმოების პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებასა და შეფასებას, რადგანაც ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის: მედია, სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო დაწესებულებები და სხვა. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ექსპერტებით პოლიტიკური ფინანსების კუთხით, რომლებიც ამზადებენ სახელმძღვანელოებსა და რეკომენდაციებს პოლიტიკური ფინანსების რეგულირებისა და პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით.