საარსებო მინიმუმი გაიზარდა

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა აგვისტოში 157 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, წინა თვესთან შედარებით კი 2 ლარით.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი აგვისტოში 139 ლარი და 80 თეთრი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 6 ლარით გაზრდილი მაჩვებელია.  საშუალო ოჯახის ერთი თვის საარსებო მინიმუმმა 264 ლარი შეადგინა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი ერთ წელში 12 ლარით გაიზარდა, ერთ თვეში კი 3 ლარით და 70 თეთრით.

ოჯახის ტიპების მიხედვით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 139 ლარია, ხუთსულიანის კი 314 ლარი.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ბრძანების შესაბამისად.