მესტიის რაიონში “ნენსკრა ჰესის” მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაზემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი.

“პროექტის საინვესტიციო მოცულობა პრაქტიკულად ერთ მილიონ დოლარს აღწევს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან პერიოდში. პროექტში ჩვენი პარტნიორი გახლავთ კორეული წყლის სახელმწიფო კომპანია “ქეი ვოთერი” (K water), ხოლო საბანკო კომპონენტში ჩვენი პარტნიორი გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და და კორეის “ექსიმ ბანკი”. პროექტს განახორციელებს უმსხვილესი იტალიური კომპანის „სალინი-იმპრეჯილო” (Salini Impregilo), რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 4,5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში 2 მილიარდ ლარზე მეტი და შეიქმნება ასეულობით დამატებითი სამუშაო ადგილები. ამ თანხების 90% გარედან შემოვა და 35 წლის შემდეგ ეს სადგური სახელმწიფო საკუთრებაში გადმოვა უსასყიდლოთ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა”

– განაცხადა საპარტნიორი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. დღეს ჩვენ ვიწყებთ წინამოსამზადებელ სამუშაოებს. პირველ რიგში ეს კომპანია ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ პროექტის ჯამური ღირებულება გახლავთ 1 მილიონი ამერიკული დოლარი. სესხის კომპონენტში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ასევე აზიის განვითარების ბანკი და კორეის “ექსიმ ბანკი”. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტის მხარდამჭერები არიან ასეთი ცნობილი ორგანიზაციები. საპარტნიორო ფონდის კონსულტანტი იყო მსოფლიო ბანკი, კერძოდ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ პროექტის მნიშვნელობის თაობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი იქნება 280 მეგავატი და მისი პოტენციური წლიური გამომუშავება იქნება 1,2 მილიარდი კილოვატ საათი. სადგური ელექტრო ენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება მეტად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი. ჰესის მშენებლობა ემყარება ე.წ B.O.T მოდელს, რომელიც არის შემდეგი შინაარსის, რომ ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მინდა მადლობა გადავუხადო ენერგეტიკის მინისტრს ბატონ კახა კალაძეს, საპორტნიორო ფონდს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს და მის გუნდს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ამ პროექტის განსახორციელებლად”

– განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.