ლარის გადარჩენა, ამ წუთას, მარტო ეროვნულ ბანკს შეუძლია

“სასწრაფოდ უნდა განახორციელოს სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა!”- ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“სასწრაფოდ უნდა განახორციელოს სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა! მაისის მერე არ გაუკეთებია და ახლა პანიკა რომ დაცხრეს, მინიმუმ 100 მილიონის ინტერვენცია ჭირდება ეტაპობრივად. ლარის გადარჩენა, ამ წუთას, მარტო ეროვნული ბანკის ხელშია!”

– წერს ემზარ ჯგერენაია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლომდე, ეტაპობრივად 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია უნდა განახორციელოს.

როგორც ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა, ინტერვენცია აუცილებლად, ყველა მიზეზგარეშე უნდა მოხდეს.

“ეროვნულ ბანკს მაისის თვიდან არ განუხორციელებია ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და ახლა არის ის დრო, რომ ეს მოხდეს. ამით ლარი დასტაბილურება და აღუდგება  ის შელახული ავტორიტეტი, რომელიც გააჩნია დღეს. დღეს ეროვნული ბანკის კურსი განსხვავდება სერიოზულად ბაზარზე არსებული კურსისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეკულანტური მდგენელი ძალიან დიდი დოზით არის. ამიტომ, ეს, აჟიოტაჟური მოთხოვნა რომ შევამციროთ დოლარზე და პანიკა გავაქროთ, აუციელებელია, ეროვნული ბანკი ჩაერიოს და დაასტაბილუროს ლარის კურსი”

– განაცხადა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია უნდა მოხდეს ეტაპობრივად, წლის ბოლომდე და არა ერთბაშად.

“ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, დღეიდან მოყოლებული. 100 მილიონი დოლარი ეყოფა ამას წლის ბოლომდე. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რადგან ერთბაშად ეს წარმოუდგენელია და საჭიროც არ არის. მოცულობის მხრივ, კურსს წყვეტს პატარა რაოდენობის კუშები. აქედან გამომდინარე, თანდათან აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია, სანამ კურსი კიდევ უფრო მაღლა გაქცეულა”

-განაცხადა ჯგერენაიამ.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს ინტერვენცია კურსის დასტაბილურობაზე აუცილებლად იმოქმედებს.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]